Save The Children-ის მონაცემებით, იმ 2 მილიონ ადამიანს შორის, ვინც უკრაინა რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვა, დაახლოებით 800 ათასი ბავშვებია.
მათი ცნობით, ბევრ ბავშვს საზღვრის გადაკვეთა დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე უწევს.
„მშობლები მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილ, გულის ამაჩუყებელ ზომებს თავიანთი შვილების დასაცავად. ეს მოიცავს მათი შვილების მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გაგზავნას, რათა ისინი უსაფრთხოდ იყვნენ უკრაინის ფარგლებს გარეთ, ხოლო თავად სახლში რჩებიან თავიანთი სახლების დასაცავად“, – აცხადებს Save The Children-ის წარმომადგენელი ირინა საღოიანი.