საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 19% იყო. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო პანდემიის მაქსიმალურ უმუშევრობასთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
საქსტატის მიხედვით, ქალაქებში უმუშევრობის დონე 20.1%-ია, სოფლად ეს მაჩვენებელი 17.4%-ს შეადგენს. კაცებში უმუშევრობის დონეა 20.6%, ქალებში კი – 16.8%.
,, 2021 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.5 და 1.9 პროცენტული პუნქტით”, – ნათქვამია ანგარიშში.