კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. საქართველომ „ფაიზერის“ 29 500 დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებში შემავალ პირებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ არჩევანი გააკეთონ ,,ასტრაზენეკასა“და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის. ,,ფაიზერით” ვაქცინაცია სამშაბათიდან დაიწყება.
დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც შეეძლებათ.
„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.