ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს.
მისი თქმით, მიესალმებიან ფინეთისა და შვედეთის თხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ისინი უახლოესი პარტნიორები არიან და ნატოში მათი გაწევრიანება გაზრდის ალიანსის საერთო უსაფრთხოებას.
” განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატო-სკენ თქვენს გზებთან დაკავშირებით. ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები გასათვალისწინებელია და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ დასკვნებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.