გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
პარასკევი, მაისი 27, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის საწარმოებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

ოქტომბერი 30, 2020
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტუმრები თიზის  საწარმოებს  და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

გუშინ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ქ. ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ  ფოთის თიზ-ის საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

სტუმრებმა სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, სადაც სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება. ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-ის შესახებ, რომელმაც ფოთის თიზ-ში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 3,5 მლნ ლარი.

ამჟამად საწარმო სრულად მუშაობს იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი). მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი. პირველ ეტაპზე საწარმოში დაგეგმილი იყო ყოველთვიურად 125 ტონა თხილის გადამუშვება, თუმცა პანდემიიის შედეგად შეფერხდა, როგორც საწარმოს ოფიციალური გახსნა, ასევე მისი სრული დატვირთვით ამუშავებაც. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 35 ადგილობრივი,რომელთა რაოდენობა გაიზრდება საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებისთანავე.

სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში , ასევე დაათვალიერეს შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ს საწარმო,რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში. საწარმოში დღეისათვის სრულად დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოები და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი. ამჟამად მიმდინარეობს კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი. პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.

ასევე დაათვალიერეს ფოთის თიზ-ში მიმდინარე ინფრასტუქტურული განვითარების პროექტი, კერძოდ 3000 კვ.მ ფართობის საწყობის მშენებლობის პროცესი, სადაც თითქმის დასრულებულია მიწის მოსამზადებელი სამუშაოები. საწყობის მშენებლობა დასრულდება 2021 წლის დასაწყისითვის და განკუთვნილი იქნება მშრალი ტვირთების დასასაწყობებლად.

ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის შესახებაც, რომელმაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უკვე მიიღო.  ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2020 წლისდეკემბრის თვეში. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი, რომელთა რაოდენობა ეტაპობრივად 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. ქარხნის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 10 მლნ ლარს.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ფეიკკვლევა, რომელიც   მიზნად ისახავს ანაკლიის  პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას
ბიზნესი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფეიკკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას

აპრილი 23, 2021
25
მსოფლიოში პირველი ელექტრონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება
ბიზნესი

მსოფლიოში პირველი ელექტრონული პირბადის წარმოება საქართველოში იწყება

აგვისტო 7, 2020
474
შალვა ალავერდაშვილი – ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება
ბიზნესი

შალვა ალავერდაშვილი – ესაა უბრალოდ ბიზნესის დაშინება

აგვისტო 4, 2020
87
თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის  პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“
ბიზნესი

თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

ივლისი 27, 2020
13
მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ
ბიზნესი

მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

ივლისი 23, 2020
3
ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
ბიზნესი

ვანო ჩხარტიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ივლისი 18, 2020
762

გირჩევთ, გაეცნოთ

უკრაინა 800 ათასმა ბავშვმა დატოვა

უკრაინა 800 ათასმა ბავშვმა დატოვა

მარტი 9, 2022
2
როგორ ავიცილოთ შემდეგი პანდემია

როგორ ავიცილოთ შემდეგი პანდემია

თებერვალი 9, 2022
1
როცა 2 ავტობუსი საიქიოსკენ მიდის

როცა 2 ავტობუსი საიქიოსკენ მიდის

ნოემბერი 16, 2021
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021