ფოთში, დღეს მოსულმა უხვა ნალექმა რამდენიმე ქუჩის ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ქუჩაში გადაადგილება უჭირს როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულე პირებს. ადგილობრივების თქმით, მათ დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველი წვიმის შემდეგ იჩენს თავს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის. მათივე თქმით, წყალსატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, მაგრამ ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო გადინება ვერ ხერხდება.
მარიანა ქევხიშვილი