საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ სახელი გადაერქვა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამანტის თავმდჯომარემ კახა კუჭავამ განაცხადა:
„ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება რეფორმების ჯგუფი. შარლ მიშელს ხომ არ გავინაწყენებთ?“
პარლამენტში ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ 3 ივნისს „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ტარიელ ნაკაიძემ და გრიგოლ ვაშაძემ შექმნეს.
ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა.