თბილისის მუნიციპალიტეტს ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე პარკის მშენებლობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება, რომელსაც ასევე „ქართუ“ დაფარავს. პროექტზე ნიდერლანდური კომპანია მუშაობს.
„მართლაც საშვილიშვილო საქმისა და თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის მინდა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო. ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომელითაც ყველა ოჯახი და თბილისელი იამაყებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.