12 ოჯახი ფართების დაკანონებას ითხოვს. მათ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურთ. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებიან. „რვა წლის წინ დავიკავეთ შენობა, 12 ოჯახი ვართ. არ გვქონდა საცხოვრებელი, ვართ სოციალურად დაუცველები, აღმოჩნდა, რომ შენობა გაყიდეს, ჩვენთან მოვიდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ რომანაძე, დაათვალიერა შენობა. გავიგეთ, რომ მან შეიძინა, მაგრამ სხვაზეა გაფორმებული და აპირებს ჩვენს გამოსახლებას“, – ამბობს აქციის მონაწილე ნანა ნემსაძე.
ქობულეთის მერიაში, არ ადასტურებენ დეპუტატის მიერ შენობის შესყიდვის ფაქტს და ამბობენ, რომ თვითნებურად შესახლებულებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.