ბრაზილიაში იესო ქრისტეს ახალი ქანდაკება რიო დე ჟანეიროს ცნობილ ქანდაკებაზე უფრო მაღალი იქნება.
ქრისტეს ახალი ქანდაკება სამხრეთ ბრაზილიაში, ქალაქ ენკანტადოში განთავსდება. ქანდაკება კვარცხლბეკის ჩათვლით 43 მეტრი იქნება. აღსანიშნავია, რომ რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება 38 მეტრია. ახალი ქანდაკება კი მსოფლიოში მესამე ადგილს დაიკავებს.
$350,000-იანი პროექტი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.