გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
შაბათი, ივლისი 2, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს

მაისი 19, 2022
”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტები გამოავლინეს.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა.

სამართალდამცველებმა “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს.

1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) – „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს – „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს – „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-ს (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) – “კანონიერი ქურდობისთვის”.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული “ქურდული სამყაროს” წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
საზოგადოება

სტუდენტზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ივნისი 30, 2022
1
სუსმა დუშეთში, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო
სამართალი

სუსმა დუშეთში, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღო

ივნისი 29, 2022
0
თანამდებობა – თანხის სანაცვლოდ
სამართალი

თანამდებობა – თანხის სანაცვლოდ

ივნისი 29, 2022
1
სააპელაციოს თავმჯდომარედ კვლავ ჩინჩალაძე აირჩიეს
სამართალი

სააპელაციოს თავმჯდომარედ კვლავ ჩინჩალაძე აირჩიეს

ივნისი 28, 2022
1
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება
სამართალი

სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ივნისი 27, 2022
0
ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ
სამართალი

ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ

ივნისი 24, 2022
1

გირჩევთ, გაეცნოთ

გიგი უგულავა:  ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე და სამართალთან არაფერი საქმე არ აქვს

უგულავა: ახლა საკითხი ასე დგას, ივანიშვილი ან ევროპა

ივნისი 17, 2022
0
„საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

„საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

აგვისტო 3, 2020
64
ქართული ღვინო გერმანიაში

ქართული ღვინო გერმანიაში

მაისი 17, 2022
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021