მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას ,,ღირსეული პარტნიორი’’ საქართველო მეხუთედ უმასპინძლებს.
ქართულ-ამერიკული წვრთნები, რომელშიც ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ სტარტს 7 სექტემბერს აიღებს და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სწავლებაში 2700-ზე მეტი მოსამსახურე იქნება ჩართული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებულია მსოფლიოში პანდემიის გავრცელების რისკები და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები.