საქართველოს პატრიარქი ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ილია მეორე ამბობს, რომ წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები უდიდესი განსაცდელია.
ის მწუხარებას გამოთქვამს დაძაბული ვითარების გამო და მოუწოდებს მრევლს ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.
,,ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ!”- აღნიშნა პატრიარქმა.