საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.
ასევე, თბილისსა და რეგიონებში მუშაობას განაახლებენ არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. დასაშვები იქნება გასახდელების ფუნქციონირება და ნივთების გადაცვლა.
დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.