გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
სამშაბათი, მაისი 24, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავა

მარტი 12, 2022
დაკავებულია QQAAZZ-ის 20 წევრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ მ.წ.-ს, 1962 წელს დაბადებულ მ.ნ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის არაერთგზის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი, ხოლო 1984 წელს დაბადებული ა.მ. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემაშია ბრალდებული.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ნ., მ.წ. და ი.ხ., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან.

რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს – ა.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ იგი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა და აღნიშნული სასტუმროს ნომრებს პროსტიტუციისთვის გადასცემდა, რისთვისაც პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები მას სექსუალური მომსახურეობის გაწევით მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს  პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მაისი 23, 2022
0
სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში
სამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მაისი 21, 2022
0
შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა
საზოგადოება

შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა

მაისი 20, 2022
0
ხანძარი გვირაბში
სამართალი

ხანძარი გვირაბში

მაისი 20, 2022
10
”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს
სამართალი

”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს

მაისი 19, 2022
0
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს
სამართალი

ბუღალტერმა სკოლის ანგარიშის თანხა აზარტულ თამაშებში გამოიყენა

მაისი 19, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

უკრაინული მედია:  რუსი სამხედროები კიევში არიან

უკრაინული მედია: რუსი სამხედროები კიევში არიან

თებერვალი 25, 2022
0
არასრულწლოვნის გაუპატიურება ცირკთან

თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 24, 2021
0
პენსიების გაცემის წესი იცვლება

პენსიების გაცემის წესი იცვლება

აგვისტო 31, 2020
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021