გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
პარასკევი, მაისი 27, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

ოქტომბერი 14, 2021
პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს.

“კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა პირადი, ასევე, „ქურდული სამყაროსთვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი გ.ლ.-ის, და ი.კ.-ის, ასევე 1997 წელს დაბადებული რ.მ.-ის დახმარებით დაუკავშირდა ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენს – 1977 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ვიდეო-აუდიო გადაღება განახორციელეს, რის შედეგადაც ბრალდებულების და მათი თანამზრახველის – რ.მ.-ს დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს  პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მაისი 23, 2022
2
სისხლიანი გარჩევა აბასთუმანში
სამართალი

„ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

მაისი 21, 2022
0
შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა
საზოგადოება

შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა

მაისი 20, 2022
0
ხანძარი გვირაბში
სამართალი

ხანძარი გვირაბში

მაისი 20, 2022
11
”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს
სამართალი

”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს

მაისი 19, 2022
0
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს
სამართალი

ბუღალტერმა სკოლის ანგარიშის თანხა აზარტულ თამაშებში გამოიყენა

მაისი 19, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

საქართველოში ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესდა

საქართველოში ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესდა

აგვისტო 3, 2020
20
განახლდა ცესკო-ს სასერვერო ინფრასტრუქტურა

განახლდა ცესკო-ს სასერვერო ინფრასტრუქტურა

აგვისტო 17, 2020
40
დავა მაჟორიტარულ ოლქებზე გრძელდება

დავა მაჟორიტარულ ოლქებზე გრძელდება

ივლისი 29, 2020
31

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021