გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე იყო მსჯავრდებული, საპატიმროდან გაათავისუფლეს.
ლუკა სირაძეს „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვას და წარწერის – „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდნენ, რის გამოც ის პოლიციაში მოხვდა.
ჩოლოიანი უდოს კომისიამ გაათავისუფლა. იგი საპატიმროში წელიწად-ნახევარი იმყოფებოდა. მარიანა ჩოლოიანს ლუკა სირაძეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო წარედგინა ბრალი.