ჩრილოკორეელი მებაღეები შრომით ბანაკებში გაგზავნეს – მიზეზი, გახდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს დიქტატორის მამის დაბადების დღისთვის მისივე სახელობის ყვავილები, “კიმჩენილიები” აეყვავებინათ.
მოქმედი დიქტატორის, კიმ ჩენ ინის მამის დაბადების დღეს ჩრდილოეთ კორეა დღეს ზეიმობს – 16 თებერვალს ქვეყანაში “მანათობელი ვარსკვლავის დღეს” უწოდებენ. მებაღეებმა ვერ შეძლეს შეშის ისე მომარაგება, რომ ყვავილების ასაყვავებლად საჭირო ტემპერატურა შეექმნათ. მებაღეობის ხელმძღვანელი, სადაც “კიმჩენილიები” მოჰყავთ, დააკავეს და 6 თვის ვადით შრომით ბანაკში გაგზავნეს. მამაკაცის მხოლოდ გვარია ცნობილი – 50 წლამდე ჰანმა ვერ შეძლო ზამთარში ორანჟერეა საკმარის ტემპერატურამდე გაეთბო, რის გამოც მცენარეები ვერ აყვავდა.
ჰანთან ერთად ბანაკში გაგზავნეს მისი თანამშრომელიც, სხვები კი სხვა ფორმით დასაჯეს – ერთ-ერთი მამაკაცი, გვარად კიმი ვალდებულია, ყოველ დღე წარდგეს პარტიული კომიტეტის წინაშე, აცნობოს ყვავილების მდგომარეობის შესახებ და დაწეროს თვითკრიტიკული ანგარიშები.