ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს ცესკოში სხდომაზე არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც გაყალბებული მთავრობა გვყავს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, იმედი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ნორმალურ საავადმყოფოში გადავა და ახალი არჩევნები იქნება.
აქციაზე იმყოფებიან სამოქალქო აქტივისტებიც. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.