ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ–ერთ წამყვან კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაციას მისი ძმა გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აქვეყნებს. მისი თქმით, ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესი შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. ის მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას სრული დახმარებისთვის ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში აგრძელებდა მკურნალობის კურსს.
მარიანა ქევხიშვილი