თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11წლის ბიჭს გლოვობენ.
მოზარდი გარდაცვლილი გუშინ საკუთარი სახლის ეზოში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის მანძილზე მამას ერთ-ერთ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მშობელი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.
თვითმკვლელობამდე 11 წლის ბიჭმა დახმარება ნათესავებს სთხოვა, რომელთაც დაურეკა და უთხრა, რომ მას მამა სცემდა.
მეზობლები ასევე ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭს მამა სახლიდან არ უშვებდა, რადგან მოზარდს მეზობლებისთვის არ გაემხილა რა პირობებში უწევდა ცხოვრება.
ბიჭის მამა, 1971 წელს დაბადებული ფ.ა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს – შსს-ს ინფორმაციით, ის ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით არის დაკავებული.