ძლიერ მიწისძვრას ავღანეთში, სულ მცირე, 920 ადამიანი ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება. დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აღწევს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც, მათ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,1 შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ ხოსტთან, ქაბულიდან სამხრეთით მდებარეობდა. მიწისძვრა ღამის 01:30 საათზე მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა სახლში იყო და ეძინა.
მიწისქვეშა ბიძგები პაკისტანშიც იგრძნობოდა. კერძოდ, ისლამაბადში და პენჯაბის პროვინციაში.