9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა. ეგზიტპოლების შედეგების თანახმად არჩევნებზე ხმების 80%-ით მოქმედი პრეზიდენტი ლუკაშენკო ლიდერობს. ლუკაშენკო ბელარუსის პრეზინდეტის პოსტს უკვე 26 წელია, იკავებს. ამის გამო, მინსკის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. „წადი, ბელარუსი ჩვენი სახლია“- ამ შეძახილებით სკანდირებენ დემონსტრანტები. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.