წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, რომელმაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა, მანიფესტს – ,,წალენჯიხის თავისუფლების ქარტია” მოაწერა ხელი.
მანიფესტი მოქალაქეთა თანამონაწილეობის საზოგადოებრივი მექანიზმს გულისხმობს. როგორც ხარჩილავამ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქარტიაში ასახულია ყველა ის მიდგომა, რაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ.
,,ამ წუთიდან, წალენჯიხელი მოქალაქე იქნება თანამონაწილე რეალური თვითმმართველობის”,- განაცხადა ხარჩილავამ.
გარდა ამისა, ხარჩილავას თქმით, მან მილოცვის წერილი მიიღო საქართველოს პრეზიდენტისგან, რისთვისაც მას მადლობას უხდის.