წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია აირჩია. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. სხდომას სულ 24 დეპუტატი ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ქართული ოცნების” წევრებს.
როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა.