სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეთხილე ფერმერებს შეხვდა.
საპროგნოზო მაჩვენებლით, წელს დაახლოებით 55 ათასი ტონა თხილის მოსავალი იქნება, რომლის ღირებულებაც ას მილიონ ლარს გადააჭარბებს.
„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი გამორჩეულად კარგი იქნება, როგორც რაოდენობის, ისე – ხარისხის თვალსაზრისითაც. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი მოვლილი ბაღი და ესაა წინაპირობა, რომ ხარისხიანი პროდუქტი გვქონდეს. საერთაშორისო ბაზრები ისეთია, რომ საკმაოდ მაღალი ფასებია მოსალოდნელი და 2020-2021 წლების სეზონი ფერმერებისთვის წარმატებული უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი სოფელ ახალ ხიბულაში, კობა შონიას თხილის ბაღშიც იმყოფებოდა. თხილის ბაღის დათვალიერების შემდეგ, ის აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბშიც მივიდა.