სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 % შეადგინა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ყავა, ჩაი და კაკაო (14.4%)
- თევზეული (11.7%)
- ზეთი და ცხიმი (11.1 %)
- პური და პურპროდუქტები (8.7 %)
- ხილი და ყურძენი (8.2%)
- რძე, ყველი და კვერცხი (6.1%)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1%)