გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
ორშაბათი, მაისი 23, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

იანვარი 12, 2022
ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

“ფულის გათეთრების საქმეზე” ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.  თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გულისხმობდა, გადაუკვალიფიცირდათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობას გულისხმობს.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 25/194-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვე პუნქტით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას გულისხმობდა. მას მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალი 25/180-ე მუხლის მეორე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ჯგუფურ თაღლითობაში დახმარებას გულისხმობს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). მათ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ღარიბაშვილის წვლილი უზომოა
პოლიტიკა

ინტერპელაციის წესით 4 მინისტრს მოუსმენენ

მაისი 23, 2022
0
ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს  პატიმრობა შეეფარდა
სამართალი

ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მაისი 23, 2022
0
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ  ელოდება სოლიდარობას
პოლიტიკა

პრეზიდენტი: ევროინტეგრაციისკენ გზაზე საქართველო ცდილობს განავითაროს კავშირები

მაისი 23, 2022
0
კორძაია: ვგზავნი თხოვნას  „ემორის“  კლინიკაში,  სააკაშვილის  სამედიცინო ექსპერტიზისთვის
პოლიტიკა

კორძაია: ვგზავნი თხოვნას „ემორის“ კლინიკაში, სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზისთვის

მაისი 23, 2022
2
ანა ნაცვლიშვილი:  თეა წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტის დარბაზში დაწერა „ოცნების“ საბრალდებო დასკვნა
პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი პრემიერზე: ბრიუსელიდან პოზიტიური გზავნილი არ ჩამოუტანია

მაისი 23, 2022
0
სათქმელი ღიად გამოხატეთ
პოლიტიკა

სათქმელი ღიად გამოხატეთ

მაისი 23, 2022
1

გირჩევთ, გაეცნოთ

ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულა

ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი პარლამენტის ფოიეში შეასრულა

თებერვალი 25, 2022
0
განახლდა ცესკო-ს სასერვერო ინფრასტრუქტურა

განახლდა ცესკო-ს სასერვერო ინფრასტრუქტურა

აგვისტო 17, 2020
40
ლოკოკინების ექსპორტი საქართველოდან

ლოკოკინების ექსპორტი საქართველოდან

იანვარი 18, 2022
1

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021