ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაასაჯაროვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა პოსტიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება. მისი თქმით, თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ სურდა, მაგრამ გუბერნატორისა და თანამოაზრეების თხოვნით პანდემიის პირობებში წასვლა გადაიფიქრა, რადგან საერთო ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა იყო საჭირო ვირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან. მანვე აღნიშნა, რომ ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ზრუნვას არ შეწყვეტს. მერის მოვალეობას კი მისი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.
მარიანა ქევხიშვილი