ხარმა რუსთავში 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოხუცი ქალი დააზიანა – შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხარი მწყემსს მინდვრიდან გამოექცა, ბერიტაშვილის ქუჩაზე სათამაშო მოედანზე მყოფ ბავშვებს გამოეკიდა. არასრულწლოვანს ჭრილობები აქვს სახის არეში, ასევე ზედაპირულად დაზიანებული აქვს ფეხი. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ბავშვი, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.
მომხდარის გამო ბერიტაშვილის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
ელენე დათეშიძე