გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, მაისი 22, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

ხვალ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

ოქტომბერი 26, 2021
ხვალ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა  დროებით იზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ხვალ 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მარშრუტებით:

ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.

ავტობუსები – N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსები – N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მ. ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ავტობუსების – N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები – N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

ავტობუსები – N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ).

რაც შეეხება N124-ს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N124 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდება.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

პენსიებს კვლავ “ლიბერთი ბანკი” გასცემს
საზოგადოება

პენსიებს კვლავ “ლიბერთი ბანკი” გასცემს

მაისი 21, 2022
0
23-26 მაისს ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება
საზოგადოება

23-26 მაისს ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება

მაისი 21, 2022
0
26 მაისს ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და 5 სხვა ქალაქში გაიმართება
საზოგადოება

26 მაისს ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და 5 სხვა ქალაქში გაიმართება

მაისი 20, 2022
1
ჩაქვის გვირაბში ავტოავარიის გამო გაჩენილ ხანძარს 2 პირი ემსხვერპლა
საზოგადოება

ჩაქვის გვირაბში ავტოავარიის გამო გაჩენილ ხანძარს 2 პირი ემსხვერპლა

მაისი 20, 2022
0
შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა
საზოგადოება

შრომის ინსპექციამ არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა

მაისი 20, 2022
0
კვლევაში მეცნიერები ჩაერთნენ
საზოგადოება

კვლევაში მეცნიერები ჩაერთნენ

მაისი 20, 2022
1

გირჩევთ, გაეცნოთ

შალვა პაპუაშვილი უკაინის ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი უკაინის ელჩს შეხვდა

თებერვალი 24, 2022
0
არჩევნები 2020

არჩევნები 2020

სექტემბერი 9, 2020
23
უმუშევრობა იზრდება

უმუშევრობა იზრდება

მაისი 20, 2021
7

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021