კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქცია პარლამენტში მისი შემოტანის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და მასში კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნები აისახა. კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივად განხილვის პროცესში კომიტეტის წევრების და სამედიცინო დარგის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია გამოითქვა. საკითხის განხილვის შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას მხარი დაუჭირა.
წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტზე კომიტეტის სხდომა დღეს კიდევ ერთხელ გაიმართება, რომელზეც მას მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილავენ.