ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებსს შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით ამჟამად უპრეცედენტოდ კარგი მდგომარეობაა.
“წინა წლის ამ დროს, კლინიკებს ერიცხებოდათ დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7 და 8 თვეს. დღეს მათ უკვე ერიცხებათ მარტის სამუშაო. ასევე, არის შესაძლებლობა, თვის ბოლომდე ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინმსწრებად დაფარული მათი სამუშაოს ანაზღაურება იქნება. მიმაჩნია, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.