12 წლის ბიჭთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი საამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. როგორც ბავშვის მამა აცხადებს, ის შემთხვევას თვითონ შეესწრო.
12 წლის მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.