კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, საქართველომ სრულად ან მეტწილად შეასრულა GRECO-ს რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა. პირველ ანგარიშთან შედარებით, გაუმჯობესებულია 3 რეკომენდაციის შესრულების სტატუსი.
დარჩენილ რეკომენდაციებზე ანგარიშგებისთვის საქართველოს ვადა 2022 წლის მარტამდე აქვს. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ განაგრძოს კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება.