იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ტესტი, რომლის საშუალებით COVID-19-ის გამოვლენა 3 წუთში გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ სააგენტო ASNA იუწყება.
ტესტის დროს პაციენტის ნერწყვის ანალიზი ტარდება. ტესტი იტალიელმა მეცნიერებმა სანიოს უნივერსიტეტის სპეციალისტებთან ერთად შექმნეს.