მინისტრთა კაბინეტის 4 წევრი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსს სახლში გადის და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს. შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.
კორონავირუსი აქვთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.
მინისტრები ორჯერადად ვაქცინირებულნი არიან, თავს კარგად გრძნობენ და სახლში მკურნალობენ.