საქართველოში პანდემიის პირობებში ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიული სისტემის წარმატებად შეაფასა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიულობის მხრივ წინ არის წაწეული. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება ცდილობს გამჭვირვალედ იმოქმედოს, თქვას სიმართლე, რაც მოსახლეობაში ნდობას იწვევს. სწორედ დემოკრატიული ხელისუფლების დამსახურებას მიაწერს ის საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას.
თუმცა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გაგრძელებად დიეგო კოლასი ჩასატრებელ არჩევნებს თვლის, სადაც ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება უნდა შეასრულოს. მისი თქით, რადგან დათანხმდენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სრულად უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება.
ცვლილებების თანახმად კი, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.
მარიანა ქევხიშვილი