,,9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ” – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 9 პუნქტიანი გეგმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
1.პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში იგულისხმება საპატრულო, კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები.
2.იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური.
3.პროკურატურა გაიყოფა ორ უწყებად: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა.
4.ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა ოპოზიციიდან.
5.სუსი გაუქმდება – კონტრდაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურები გადაინაცვლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
6.ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია მიენიჭება.
7.ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს.
8.სასამართლო ექსპერტიზა ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება.
9.სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით.