საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მოაწერეს ხელი.
სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.
ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა აღნიშნა, რომ ADB-ის სესხი საქართველოში ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.
„სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს,“ განაცხადა ADB-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.