ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა CNN-ის პოპულარულ ბიზნესგადაცემაში Quest Means Business ისაუბრა. ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საზღვრების ფრთხილ, ეტაპობრივ გახსნას და უსაფრთხოების დაცვას, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.
“პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველომ შეძლო წარმატებული ისტორიების დემონსტრირება, თუ როგორ ებრძოდა პანდემიას. საქართველოს მიზანია დარჩეს უსაფრთხო მიმართულებად და ამ მიზნით ყველაფერს ვაკეთებთ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ ქვეყნების სიის გაფართოვებას როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება მთელ მსოფლიოში”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.