კალიფორნიაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.
Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.
,,ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,” – ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.
„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!
მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.