გზავნილი ნიუსი
გზავნილი NEWS
კვირა, მაისი 22, 2022
4 °c
Tbilisi
4 ° Thu
3 ° Fri
4 ° Sat
4 ° Sun
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
No Result
View All Result
გზავნილი-ნიუსი
No Result
View All Result

TI სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა შეისწავლოს

მარტი 14, 2022
TI სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კორუფციის  შემთხვევა შეისწავლოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დაფინანსებასთან დაკავშირებით სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა შეისწავლოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განმარტებით, 2021 წლის ოქტომბერში არჩევნების ტურებს შორის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე თბილისის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელდა გადარიცხვები, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ასახავდეს.

„2021 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 16-მა დეპუტატმა „ქართულ ოცნებას“ იდენტური ოდენობის თანხები შესწირა, 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, მმართველ პარტიას კიდევ 5-მა დეპუტატმა ჯამში 65 000 ლარი გადაურიცხა. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების ტურებს შორის „ამ საეჭვო გადარიცხვებისას“, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ჰქონდა ადგილი.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” 16-მა დეპუტატმა, ერთ დღეს – 2021 წლის 12 ოქტომბერს, იდენტური ოდენობის თანხები – 5 ან 10 ათასი ლარი – შესწირა პარტიას, ჯამში 115 000 ლარი

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ 5-მა დეპუტატმა (ავთანდილ ცინცაძე, ალექსანდრე ხუჯაძე, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, კონსტანტინე ზარნაძე) ჯამში 65 000 ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.

არჩევნების ტურებს შორის ამ საეჭვო გადარიცხვებისას, შესაძლოა მესამე პირების მეშვეობით უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას ჰქონდა ადგილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

გაზიარებაTweetგაზიარებაგაგზავნაგაზიარებაგაგზავნა

მსგავსი სიახლეები

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?
პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება?

მაისი 20, 2022
4
ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა
პოლიტიკა

ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

მაისი 19, 2022
0
გთხოვთ სანქციების აღსრულებას
პოლიტიკა

გთხოვთ სანქციების აღსრულებას

მაისი 19, 2022
2
ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან
პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნაყოფიერი საუბარი შედგა სტოლტენბერგთან

მაისი 19, 2022
0
6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან
პოლიტიკა

6 წელი – ოთხოზორიას მკვლელობიდან

მაისი 19, 2022
2
გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი
პოლიტიკა

გაბუნია: ვთხოვეთ ელჩს გამოიყენოს ყველა ბერკეტი

მაისი 18, 2022
0

გირჩევთ, გაეცნოთ

კელი დეგნანი: აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა  საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად

კელი დეგნანი: ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა ჩვენს კონსულტაციაში უკრაინასთან დაკავშირებით

იანვარი 20, 2022
0
“მატყუარა მთავრობა”- ენმ “ოცნების” ოფისთან აქციას მართავს

“მატყუარა მთავრობა”- ენმ “ოცნების” ოფისთან აქციას მართავს

თებერვალი 2, 2022
1
ეტნა გააქტიურდა

ეტნა გააქტიურდა

თებერვალი 1, 2021
76

კვირის TOP-სტატიები

  • გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი  ელისაშვილმა დააჭერინა“

    გიორგი გაბედავა: „სააკაშვილს ჩემი თავი ელისაშვილმა დააჭერინა“

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • თამარ ლებანიძემ გაიხსენა თუ როგორ წაართვეს „კონსტანტაბანკი“ სააკაშვილის პროკურატურამ და „თი ბი სი ბანკმა“

    604 გაზიარება
    გაზიარება 604 Tweet 0
  • გიორგი შაქარაშვილის ბიძა იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც მისი განცხადებით, არაგვის პირას მკვლელობა განახორციელეს

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მოსახლეობის ქონების დასაკუთრებაში „საქართველოს ბანკი“ და „თი ბი სი“ ბანკი პირველ მეორე ადგილს იყოფენ

    0 გაზიარება
    გაზიარება 0 Tweet 0
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო

All Rights Reserved © 2021