ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი მარტის ბოლოდან ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს.
„ვიზიარი მარტის ბოლოდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით კვირაში 45 ფრენა იქნება. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზიარ აბუ-დაბი. ის ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი – ქუთაისი – აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორჯერ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.